top of page

საგარანტიო პირობები

კანონისმიერი გარანტია

 

“მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული მომხმარებლის უფლებებია:

 

1. თუ საქონელს ნაკლი აღმოაჩნდა, მომხმარებელს უფლება აქვს, მოვაჭრეს მოსთხოვოს ნაკლის აღმოფხვრა (საქონლის უსასყიდლოდ

შეკეთება ან შეცვლა, ფასის შემცირება) ან გავიდეს ხელშეკრულებიდან.

2. საქონლის შეკეთება და შეცვლა მომხმარებლის პირველი რიგის უფლებებია. მომხმარებელს უფლება აქვს, მოვაჭრეს მოსთხოვოს

საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს საქონლის ბუნებიდან გამომდინარე, შეუძლებელია ან არათანაზომიერ ან შეუსაბამოდ დიდ ხარჯს მოითხოვს.

3. საქონელი შეკეთებული ან შეცვლილი უნდა იქნეს გონივრულ ვადაში, ისე, რომ მომხმარებელს არ შეექმნას შეფერხება საქონლის

ბუნებისა და იმ მიზნის გათვალისწინებით, რისთვისაც მან ის შეიძინა.

4. საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა გულისხმობს მოვაჭრის მიერ ყველა ხარჯის (მათ შორის, ფოსტის, სამუშაო ძალისა და მასალების ხარჯების) გაწევას, რომლებიც საჭიროა საქონლის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.

5. მომხმარებელს უფლება აქვს, მოითხოვოს საქონლის ფასის შემცირება ან უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი პირობა:

ა) საქონლის შეკეთება ან შეცვლა შეუძლებელია.

ბ) მოვაჭრემ საქონელი გონივრულ ვადაში არ შეაკეთა ან არ შეცვალა და მომხმარებელმა ხელშეკრულების შესრულებისადმი ინტერესი დაკარგა.

გ) მოვაჭრის მიერ საქონლის შეკეთება ან შეცვლა მომხმარებელს მნიშვნელოვან შეფერხებას შეუქმნის.

6. მომხმარებელს უფლება აქვს, ხელშეკრულებიდან გასვლის შემთხვევაში, მოითხოვოს ხელშეკრულების შეუსრულებლობით

მიყენებული ზიანის ანაზღაურება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

7. მომხმარებელს არა აქვს უფლება, უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ საქონლის ნაკლი უმნიშვნელოა.

8. იმის განსაზღვრისას, თუ რამდენად არათანაზომიერია ან შეუსაბამოდ დიდია ხარჯი, გათვალისწინებული უნდა იქნეს შემდეგი პირობები:

ა) საქონლის ან მომსახურების ფასი, მისი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან შესაბამისობის შემთხვევაში.

ბ) საქონლის ან მომსახურების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან შეუსაბამობის ხარისხი.

გ) საქონლის ნაკლთან დაკავშირებული პრობლემის აღმოფხვრის ალტერნატიული შესაძლებლობა, მომხმარებლისთვის შეფერხების შექმნის გარეშე.

მომხმარებელს უფლება აქვს, ისარგებლოს ზემოთ მოცემული უფლებებით თუ საქონლის ნაკლი საქონლის მისთვის გადაცემიდან 2 წლის განმავლობაში აღმოჩნდა.

 

“მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული მტკიცების ტვირთი:

 

თუ მომხმარებელმა საქონლის ნაკლი, საქონლის მფლობელობაში მიღებიდან 6 თვის განმავლობაში აღმოაჩინა, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე იგულისხმება, რომ ნაკლი არსებობდა საქონლის მიწოდებისას (თუ საქონლის ბუნებიდან ან ნაკლის ხასიათიდან

გამომდინარე, ეს შესაძლებელია), მტკიცების ტვირთი მოვაჭრეს ეკისრება. თუ მომხმარებელმა საქონლის ნაკლი, საქონლის მფლობელობაში მიღებიდან 6 თვის შემდეგ აღმოაჩინა, იმის მტკიცების ტვირთი, რომ ნაკლი არსებობდა საქონლის მიწოდებისას, მომხმარებელს ეკისრება.

გამყიდველი ვალდებულია, შეაკეთოს ან შეცვალოს დაზიანებული ტექნიკა იმ შემთხვევაში, თუ შესაკეთებელი დეტალი ან ნივთი ადგილზეა, სერვისცენტრში ნივთის მიღების მომენტიდან, არაუგვიანეს 15 სამუშაო დღის ვადაში, ხოლო თუ საჭიროა ნივთის/შესაკეთებელი დეტალის უცხოეთიდან გამოწერა, სერვისცენტრში ნივთის მიღების მომენტიდან, არაუგვიანეს 30 სამუშაო დღის განმავლობაში (გარდა შაბათ-კვირისა და ოფიციალური დასვენების დღეებისა).

*კანონისმიერი გარანტია არ ვრცელდება მეწარმე/იურიდიულ პირებზე

 

საგარანტიო მომსახურება არ ვრცელდება/უქმდება შემდეგ შემთხვევებში:

 

• გასულია საგარანტიო ვადა;

• არ არის წარმოდგენილი შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტი (ქვითარი, სასაქონლო ზედნადები და ა.შ.) და შესაბამისად,

შეუძლებელია საქონლის იდენტიფიცირება;

• მოწყობილობის კორპუსზე არ იკითხება ან ამძვრალია სერიული ნომერი, IMEI კოდი და შესაბამისად, შეუძლებელია საქონლის იდენტიფიცირება;ან გაცვეთილია ბრენდის ლოგო

• საქონლის/მოწყობილობის დეფექტი/ზიანი გამოწვეულია მექანიკური ზემოქმედების შედეგად და არ წარმოადგენს თავდაპირველ წუნს;

• მოწყობილობა გამოიყენებოდა არა პირადი მოხმარების მიზნით, არამედ კომერციული მიზნებისათვის;

• დაზიანება/წუნი გამოწვეულია პლომბის ან ლუქის აძრობით;

• წუნი გამოწვეულია, მწარმოებლის/გამყიდველის მიერ მოწყობილობაზე თანდართული შენახვისა და მოხმარების წესის დარღვევის გამო;

• დაზიანება გამოწვეულია კომპიუტერული ვირუსის ან შეუსაბამო ფაილ(ებ)ის მიერ;

• დაზიანება გამოწვეულია მოწყობილობის ფუნქციონირების ადგილზე ელ.ქსელის გაუმართაობით ან ელექტროენერგიის მომწოდებელი კომპანიის ბრალეულობით (ძაბვის ცვლილება მეტია ან ნაკლებია 220-230 ვოლტზე);

• წუნი გამოწვეულია მომხმარებლის მიერ გამოყენებისა და შენახვის წესების/პირობების დარღვევით;

• წუნი, რომელიც გამოწვეულია, მოხმარებლის მიერ ჩატარებული არაკვალიფიკაციური სარემონტო/სამონტაჟო სამუშაოების შედეგად;

• წუნი გამოწვეულია მომხმარებლის მიერ დარუთული სისტემისა და არალიცენზირებული პროგრამების გამოყენების გამო;

• ტექნიკის წუნზე, რომელზეც სამონტაჟო ან საგარანტიო სამუშაოები შესრულებულია მოვაჭრის ინსტრუქციის დარღვევით, არაუფლებამოსილი სერვისცენტრის სპეციალისტის მიერ, რამაც გამოიწვია ნივთის დაზიანება;

• ტექნიკაზე ჩამქრალია მწარმოებლის მიერ დადგენილი რაოდენობის პიქსელი.

 

კომერციული გარანტია

 

იმ შემთხვევაში, თუ მწარმოებლის მიერ დადგენილი საგარანტიო ვადა 2 წელზე მეტია, 2 წლის გასვლის შემდეგ, ნივთზე ნაკლის აღმოჩენის შემთხვევაში, არ ვრცელდება კანონისმიერი გარანტია და წარმოადგენს კომერციულ გარანტიას. ნივთი შეკეთდება მხოლოდ მოცემული საგარანტიო ბარათით განსაზღვრული პირობების შესაბამისად, არაუგვიანეს, სერვისცენტრში ნივთის წამოდგენიდან, 30 (ოცდაათი) სამუშაო დღის ვადაში.

გაითვალისწინეთ, რომ კომერციულ გარანტიაზე ვრცელდება ზემოაღნიშნული „საგარანტიო მომსახურება არ ვრცელდება/უქმდება შემდეგ შემთხვევებში“ პუნქტებიც.

 

კომერციული გარანტიის შემთხვევაში, თუ შეუძლებელია ნივთის შეკეთება ან ნივთი აღნიშნულ ვადაში ვერ შეკეთდა, ნივთი შეიცვლება ახალი, იგივე პროდუქტით, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში, მომხმარებელთან შეთანხმებით, ჩანაცვლდება იდენტური სპეციფიკაციის მქონე სხვა მოდელით ან შეწყდება ხელშეკრულება და მომხმარებელს თანხა დაუბრუნდება.

 

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ იცვლება მხოლოდ დეფექტური ნივთი და არა სრული კომპლექტაცია (აქსესუარები და სახარჯი მასალები, შეფუთვა, ყუთი).

 

შენიშვნა: კომერციული გარანტია მოქმედებს საქართველოს ტერიტორიაზე

 

საგარანტიო მომსახურების მისაღებად, მომხმარებელმა უნდა წარმოადგინოს საგარანტიო ტალონი, გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტთან  ერთად 

კანონისმიერი და კომერციული გარანტიის საერთო დებულებები:

 

1. იმ შემთხვევაში თუ მიზეზი არის მყიდველის გაუფრთხილებლობით გამოწვეული ,გამყიდველი იხსნის ვალდებულებას ნივთის შეკეთებაზე ან დაბრუნებაზე

2. სპეციფიკაციაში მითითებული დაზიანების საწინააღმდეგო პირობები ამცირებს, მაგრამ არ გამორიცხავს ამ დაზიანების მიღების ალბათობას. მომხმარებელი ვალდებულია, დაიცვას შეძენილი ნივთი მექანიკური, თერმული და ჰიდრო დაზიანებისგან.

3. იმ შემთხვევებში, თუ მომხმარებელი, სერვისის მოთხოვნის შემთხვევაში არ დატოვებს ნივთს შესამოწმებლად ან უარს იტყვის დიაგნოსტიკის მიზნით ნივთის გახსნაზე, საგარანტიო მომსახურება ვერ ისარგებლებს.

4. კანონისმიერი/კომერციული გარანტია მოქმედებს საქართველოს ტერიტორიაზე.

 

wh_edited.png

Havit Georgia 2022

bottom of page