დაბრუნების პირობები
14 კალენდარული დღის განმავლობაში, მომხმარებელს უფლება აქვს, გამყიდველს დაუბრუნოს ონლაინ შეძენელი პროდუქტი, მიზეზის/საფუძვლის მითითების გარეშე. უკან დაბრუნება შესაძლებელია ორი გზით: მომხმარებელმა თავად უნდა მიიტანოს ნივთი: ან მომხმარებელი ვალდებულია გადაიხადოს უკან დაბრუნებისას ტრანსპორტირების საფასური: არაგაბარიტული ნივთის უკან ტრანსპორტირება- 20 ₾(ყოველი მომდევნო ნივთი - 5 ₾)
დაბრუნების ვადა აითვლება:
-
მომსახურების ხელშეკრულების შემთხვევაში − ხელშეკრულების დადებიდან.
-
ნასყიდობის ხელშეკრულების შემთხვევაში − მომხმარებლის ან მის მიერ განსაზღვრული მესამე პირის მიერ (გარდა გადამზიდავისა), საქონლის მფლობელობაში მიღებიდან.
-
მომხმარებლის მიერ საქონლის ნაწილ-ნაწილ შეკვეთის შემთხვევაში − მომხმარებლის ან მის მიერ განსაზღვრული მესამე პირის მიერ (გარდა გადამზიდავისა), ბოლო ნივთის მფლობელობაში მიღებიდან.
-
საქონლის რეგულარულად (განსაზღვრული პერიოდულობით) მიწოდების ხელშეკრულების შემთხვევაში − მომხმარებლის ან მის მიერ განსაზღვრული მესამე პირის მიერ (გარდა გადამზიდავისა), ნივთის მფლობელობაში პირველად მიღებიდან.
14 კალენდარულ დღეში დაბრუნების უფლება არ ვრცელდება იურიდიულ პირებზე/მეწარმე სუბიექტებზე.
ფიზიკურ პირებს ნივთი უბრუნდება შემდეგი პირობებით:
ნივთის დასაბრუნებლად, მომხმარებელმა უნდა შეავსოს განაცხადი, სადაც მითითებული იქნება შემდეგი სახის ინფორმაცია:
-
მოვაჭრის მიერ მითითებული სახელი, ფაქტობრივი მისამართი, ფაქსის ნომერი, ელ. ფოსტის მისამართი
-
შეკვეთის თარიღი
-
შეკვეთის მიღების თარიღი
-
მომხმარებლის სახელი
-
მომხმარებლის მისამართი
-
მომხმარებლის ხელმოწერა (თუ ფორმა ქაღალდზეა შევსებული)
-
ფორმის შევსების თარიღი
განაცხადის გადაგზავნა შესაძლებელია ელ. ფოსტაზე: havitgeorgia@gmail.com ან ოფიციალურ Facebook გვერდზე, პირადი შეტყობინების სახით.
-
მოვაჭრე ვალდებულია, მომხმარებელს გადახდილი თანხა დაუბრუნოს სრულად, გაჭიანურების გარეშე, ხელშეკრულებაზე უარის თქმის შესახებ შეტყობინების მიღებიდან, არაუგვიანეს, 14 კალენდარული დღისა;
-
ნასყიდობის ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში, მოვაჭრეს უფლება აქვს, უარი თქვას თანხის დაბრუნებაზე მანამ, სანამ საქონელს არ დაიბრუნებს ან მომხმარებლისგან არ მიიღებს საქონლის გაგზავნის დამადასტურებელ დოკუმენტს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოვაჭრემ თავად იკისრა საქონლის უკან წაღება;
-
ნივთის უნაკლო, პირვანდელი მდგომარეობა დადასტურდება კომპანიისთვის გადმოცემის მომენტში;
-
ნივთის დაბრუნების პუნქტამდე ტრანსპორტირების ხარჯებს ანაზღაურებს მომხმარებელი;
-
მომხმარებელს თანხა დაუბრუნდება იმ ანგარიშსწორების ფორმით, რითიც თავდაპირველად ისარგებლა და იმავე პიროვნების ანგარიშის ნომერზე, ვინც განახორციელა გადახდის ტრანზაქცია (გარდა იმ შემთხვევისა, როცა მომხმარებელსა და გამყიდველს შორის შედგა დამატებითი შეთანხმება);
-
თუ ნივთს აღმოაჩნდება რაიმე სახის თავდაპირველი ნაკლი, მომხმარებელმა უნდა ისარგებლოს საგარანტიო პირობებით;
-
დაბრუნების მომენტში, მომხმარებელს ნივთში გადახდილი თანხა სრულად აუნაზღაურდება;
-
ნივთის დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ სრული კომპლექტაციით (აქსესუარები, ყურსასმენები, დამტენი, კაბელები და ა.შ.) და დაუზიანებელი ქარხნული შესაფუთი მასალით. ყუთის გახსნა, საქონლის დათვალიერების მიზნით, არ ჩაითვლება ყუთის დაზიანებად. ასევე, მომხარებელმა უნდა დააბრუნოს ყიდვის მომენტში მიმდინარე აქციის ფარგლებში მიღებული აქსესუარები,ან/და სხვა ნივთები, რომლებიც უნდა დაბრუნდეს ან შეიცვალოს ორიგინალ/დასაბრუნებელ მოწყობილობასთან ერთად. თუ არ დაბრუნდება აღნიშნული ნივთები, მათი ღირებულება გამოაკლდება მომხმარებლისთვის ასანაზღაურებელ თანხას;
-
-
ნივთის დაბრუნების პირობები არ ვრცელდება იმ ნივთზე ან მომსახურებაზე, რომლის ფასი 30 ლარს არ აღემატება
-
-
დალუქული აუდიო/ვიდეოჩანაწერი ან პროგრამული უზრუნველყოფა, რომლის ლუქი მიწოდების შემდეგ დაირღვა;
-
მოვაჭრემ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება სრულად გასწია, მომხმარებლის წინასწარი თანხმობით და მომხმარებელმა იცოდა, რომ მომსახურების სრულად მიღების შემთხვევაში დაკარგავდა ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლებას;
-
გთხოვთ, ყურადღებით შეამოწმეთ ნივთები ჩაბარების მომენტში და კურიერის მიერ გადმოცემულ მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმოწერით დაადასტურეთ, რომ ჩაიბარეთ შემოწმებული, გარეგნული ნაკლის არმქონე პროდუქტი;
-
ნივთის დაბრუნება შეუძლებელია, თუ მას აღმოაჩნდება რაიმე სახის ფიზიკური/გარეგანი დაზიანება. მაგალითად, ქარხნული ყუთი/შეფუთვა (ყუთის გახსნა საქონლის დათვალიერების მიზნით არ ჩაითვლება ყუთის დაზიანებად) ან წაშლილი იქნება პროდუქტის საიდენტიფიკაციო / IMEI კოდი;ან გაცვეთილი იქნება ბრენდის ლოგო,
-
ნივთები, რომელთა დაბრუნებაც გსურთ, არის თქვენი პასუხისმგებლობის ფარგლებში, სანამ ისინი გამყიდველის საწყობში დაბრუნდება და მათი დაზიანებაზე პასუხისმგებლობა გეკისრებათ თქვენ. ასევე, პროდუქტის ჩვენს საწყობში დაბრუნების/გამოგზავნის პროცესში მიყენებული ზიანიც თქვენი პასუხისმგებლობაა;
-
გთხოვთ, დარწმუნდით, რომ უსაფრთხოდ შეფუთეთ საქონელი, რათა თავიდან აიცილოთ რაიმე დაზიანება პროდუქტებსა და ყუთებზე, რადგან ეს გავლენას მოახდენს პროდუქტის ღირებულებაზე და შესაბამისად, ჩვენს შესაძლებლობაზე, გავყიდოთ პროდუქტი;
-
გთხოვთ, შეინახოთ ქვითრები, საფოსტო გზავნილის დოკუმენტი და ნომრები, როგორც ნივთის გამყიდველისთვის გამოგზავნის მტკიცებულება.
